თბილისი (GBC) – ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია Apple ხელოვნურ ინტელექტს (AI) თავისი სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების განუყოფელ ნაწილად აქცევს. 

ხელოვნური ინტელექტის სისტემას Apple Intelligence ხელოვნური ინტელექტის პიონერთან – კომპანია OpenAI–სთან ერთობლივად შექმნის. ამის შესახებ Worldwide Developers Conference (WWDC 2024)–ის შემქმნელთა კონფერენციაზე Apple–ის წარმომადგენელმა განაცხადა.

ღონისძიებაზე წარმოადგინეს AI–ს საფუძველზე Apple–სთვის შექმნილი ფუნქციების კრებული, რომლის ინტეგრირებაც საოპერაციო სისტემების ახალ ვერსიებში იგეგმება – iOS 18, iPad OS 18 და MacOS Sequoia. OpenAI–სთან თანამშრომლობის ფარგლებში Apple–ს მოწყობილობებში დაინტეგრირდება აღნიშნული კომპანიის მიერ შექმნილი ჩატ–ბოტი ChatGPT, რომელსაც შეუძლია ტექსტის, გამოსახულების და სხვა კონტენტის გენერირება.