თბილისი (GBC) – განახლებული წინასწარი მონაცემებით, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 25 მგზავრი გადარჩა, რომელთაგან 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, Azerbaijan Airlines–ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. 

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია და მგზავრების სია ზუსტდება.