თბილისი (GBC) – ყაზახეთში, აქთაუში ოთხშაბათს ჩამოვარდნილი Azerbaijan Airlines–ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. 16 მგზავრი რუსეთის მოქალაქე იყო. ბორტზე ბავშვები არ იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მედია ავიაკატასტროფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან ელოდება. 

წინასწარი ინფორმაციით, გადარჩენილია 12 მგზავრი, რომლებიც ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. 

Azerbaijan Airlines–ის თვითმფრინავი Embraer 190 დღეს დილით ბაქო–გროზნოს მიმართულებით ასრულებდა რეისს, თუმცა იძულებითი დაშვება ყაზახეთის ქალაქ აქთაუდან 3 კილომეტრის დაშორებით მოუწია.

ტელეგრამ არხები აქთაუში Embraer 190–ის ფრენის ბოლო წამების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებენ. ბორტი ბოლომდე ცდილობდა სიმაღლის აკრეფას, თუმცა მართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ჩამოვარდა.