თბილისი (GBC) - რუსეთში აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი თხოვნა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACAMS-ის სარაკეტო სისტემებით დარტყმების ნებართვა მიეცა.
„ჰელსინკის კომისიის საქმიანობა მიმართულია რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ, ამ ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.