თბილისი (GBC) – მასატო კანდა ოფიციალურად გახდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მეთერთმეტე პრეზიდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის პრეს–სამსახური ავრცელებს. 

„ჩემთვის დიდი პატივია ADB–ის პრეზიდენტობა, ჩვენი რეგიონისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, – თქვა კანდამ. – ჩვენი წევრი 69 ქვეყნის მიერ გამოხატული ნდობის წყალობით მე ვაპირებ, განვავითარო ADB–ის მისია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ერთად მოვახდენთ რეაგირებას განვითარების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმის გარანტიას შევქმნით, რომ ADB მუდმივ პარტნიორად დარჩება რეგიონში“.

ბანკის პრეს–სამსახურის ცნობით, კანდა მასაცუგუ ასაკავას მემკვიდრეა. მათ თითქმის 40–წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ფინანსებსა და განვითარების პოლიტიკაში, მასატო კანდა ცნობილია თავისი შორსმჭვრეტელი ლიდერობით და გადამწყვეტი ჩართულობით კრიზისულ სიტუაციებში. იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში, როდესაც იგი საერთაშორისო საკითხებს კურირებდა, დიდი წვლილი შეიტანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში და პოლიტიკური ქმედებების განხორციელებაში, რაც ქვეყანას ბაზრების დასტაბილურებაში დაეხმარა.

ADB–ის მმართველთა საბჭომ კანდა ერთხმად აირჩია პრეზიდენტის თანამდებობაზე.