Reuters: კრემლმა თეთრ სახლს ომის დასრულების "პირობები" წარუდგინა
Reuters-ის წყაროების თქმით,
კრემლმა ვრცელი პირობები
წარადგინა, რომელიც
უკრაინის, აშშ-სა და NATO-ს
მიმართ მოსკოვის მიერ ადრე
წარდგენილი მოთხოვნების
მსგავსია.Reuters იმასაც წერს,
რომ ადრინდელი პირობები
მოიცავდა მოთხოვნას, რომ
უკრაინა NATO-ს წევრი არ უნდა
გახდეს. ასევე შეთანხმებას,
უკრაინაში უცხოური
ჯარების არ განლაგების
შესახებ და პრეზიდენტ
ვლადიმერ პუტინის
პრეტენზიას, რომ ყირიმი და
უკრაინის ოთხი რეგიონი
რუსეთის კუთვნილებაა -
საერთაშორისო
აღიარებას.აშშ-ის
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ელოდება რუსეთის
პრეზიდენტ, ვლადიმერ
პუტინის გადაწყვეტილებას,
დათანხმდება თუ არა 30-დღიან
ცეცხლის შეწყვეტას,
რისთვისაც უკრაინულმა
მხარემ მზადყოფნა უკვე
გამოაცხადა.ამასთან,
აშშ-ისა და რუსეთის
ოფიციალური პირები ბოლო
კვირებში აცხადებდნენ, რომ
შეთანხმების პროექტი,
რომელიც ვაშინგტონმა,
კიევმა და მოსკოვმა 2022 წელს
სტამბოლში განიხილეს,
შეიძლება სამშვიდობო
მოლაპარაკებებისთვის
ამოსავალი წერტილი გახდეს.
აღნიშნულ მოლაპარაკებებზე
რუსეთმა მოსთხოვა
უკრაინას, უარი ეთქვა NATO-ში
გაწევრიანების გეგმაზე და
ბირთვული იარაღისგან
სამუდამოდ თავისუფალი
ქვეყნის სტატუსს
დასთანხმებოდა.მოსკოვმა 2022
წელს ასევე მოითხოვა, ვეტოს
დადება იმ ქვეყნების
ქმედებებზე, რომლებსაც,
ომის შემთხვევაში,
უკრაინის დახმარება
სურთ.Reuters წერს, რომ როგორც
ჩანს, დონალდ ტრამპის
ადმინისტრაცია გაყოფილია
იმასთან დაკავშირებით, თუ
როგორ უნდა
მოიქცეს.ამერიკის
შეერთებული შტატების
წარმომადგენელმა ახლო
აღმოსავლეთში სტივ
უიტკოფმა სტამბოლის
მოლაპარაკებებს მყარი და
შინაარსობრივი უწოდა და
განაცხადა, რომ ის შესაძლოა
გახდეს ორიენტირი
სამშვიდობო
შეთანხმებისთვის.უკრაინისა
და რუსეთის საკითხებში
დონალდ ტრამპის
სპეციალურმა
წარმომადგენელმა, კიტ
კელოგმა კი განაცხადა, რომ
სტამბოლის შეთანხმებას
ამოსავალ წერტილად არ
მიიჩნევს.„ვფიქრობ, ჩვენ
უნდა შევიმუშაოთ რაღაც
სრულიად ახალი“, - აღნიშნა
კელოგმა.ოთხშაბათს, 12 მარტს,
ტრამპმა განაცხადა, რომ
თუკი რუსეთი გადაწყვეტს,
გააგრძელოს ომი მის
წინააღმდეგ, შეიძლება
გამოყენებულ იქნეს
„დამანგრეველი“
სანქციები. მისივე თქმით,
„არსებობს რაღაცები, რის
გაკეთებაც შემიძლია და რაც
არც ისე სასიამოვნოა,
ფინანსური თვალსაზრისით.
ეს ძალიან ცუდი იქნება
რუსეთისთვის. არ მინდა ამის
გაკეთება, ვინაიდან
მშვიდობის მიღწევა მსურს.
„ფინანსური ზომები“
შეიძლება „დამანგრეველი“
იყოს
მოსკოვისთვის".ტრამპმა
გუშინ ისიც აღნიშნა, რომ
ახლოს ვართ უკრაინასთან
დაკავშირებით "რაღაცის"
მიღწევასთან.მისი
სიტყვებით, უკრაინის ერთ
დროს „რთულმა“ მხარემ
აზროვნება
შეცვალა.„ჩემთან იყო
ადამიანი [ზელენსკი],
რომელსაც თითქოს არ სურდა
მშვიდობა. ახლა ის
მშვიდობაზე დათანხმდა. ასე
რომ, ვნახოთ“,- თქვა
ტრამპმა.ამასთან, უკრაინის
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ ოთხშაბათს
გამართა პრესკონფერენცია
სადაც განმარტა, რომ ჯიდაში
გამართულ მოლაპარაკებებზე
ვაშინგტონის მიერ
წარდგენილ წინადადებას
ცეცხლის 30 დღით
შეწყვეტასთან
დაკავშირებით იმ მოტივით
დათანხმდნენ, რომ ხელი არ
შეეწყოთ მოსაზრებისთვის,
თითქოს უკრაინას ომის
დასრულება და მშვიდობა არ
სურს.როგორც ზელენსკიმ
აღნიშნა, ილუზიები არ აქვს
იმასთან დაკავშირებით, რომ
რუსეთი დაიცავს რაიმე
სახის შეთანხმებას, თუმცა
აუცილებლად მიიჩნევს,
დათანხმებოდა 30-დღიანი
ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ ამერიკული მხარის
წინადადებას.„მე
არაერთხელ აღვნიშნე,
არცერთ ჩვენგანს არ სჯერა
რუსების, ჩვენ ეს უკვე
გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენ არ
ვითამაშებთ ნარატივით, რომ
არ გვსურს ომის დასრულება,
რომელსაც რუსეთი მთელ
მსოფლიოში ავრცელებს.
ძალიან სერიოზულად ვარ
განწყობილი და ჩემთვის
მნიშვნელოვანია ომის
დასრულება. მინდა, რომ
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს
დაინახოს, ამერიკელებმა ეს
დაინახონ, იგრძნონ და
ევროპა და ყველა ალიანსში
იყვნენ იმის თაობაზე, რომ
საჭიროა ყველაფრის
გაკეთება რუსეთის
იძულებისთვის, დაასრულოს
ეს ომი. ამიტომ, ჩემი
რეაქცია იყო, რომ მზად ვართ
30 დღით დუმილის
ფორმატისთვის. იმ ფორმატში,
რომელიც ამერიკულმა
მხარემ შემოგვთავაზა“, –
თქვა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე
ზელენსკიმ და დასძინა, რომ
"უკრაინა არასდროს
აღიარებს ოკუპირებულ
ტერიტორიებს რუსეთის
ნაწილად".უკრაინის
პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ
"წითელ ხაზებთან
დაკავშირებით მე, როგორც
პრეზიდენტი და უკრაინის
მოქალაქე, არ დავარღვევ
კონსტიტუციას, დავიცავ
სუვერენიტეტს და ჩვენს
დამოუკიდებლობას, ჩვენი
ხალხისა და მიწის დაცვით“.
1741848598