თბილისი (GBC) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აზერბაიჯანში მზის ორი ელექტროსადგურის მშენებლობას აფინანსებს – ბილიასუვარის და ნეფტჭალის რაიონებში. პირველ შემთხვევაში 445 მვტ სიმძლავრის მზის ელსადგური აშენდება და $95 მლნ–ით დაფინანსდება, ხოლო მეორე რაიონში დაგეგმილია 315 მვტ სიმძლავრის სადგურის მშენებლობა, რომელზეც ბანკის $66 მლნ დაიხარჯება.
აზერბაიჯანული მედია ბანკის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს, რომ პროექტის ჯამური ღირებულება $383 მლნ–ს შეადგენს და მის რეალიზაციაში სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან.
პროექტს გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიის Masdar შვილობილი Abu Dhabi Future Energy Company განახორციელებს.