თბილისი (GBC) - ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) საპროცენტო განაკვეთი ამ კვირაში კიდევ გაზრდის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მატება 75 საბაზისო პუნქტით განხორციელდება. ზედიზედ მეორედ ¾ პუნქტით მატება ამ წლის დასაწყისში ექსპერტებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ, თუმცა ფაქტი სახეზეა.

ექსპერტებისთვის  ახალა უკვე მთავარი გამოცანა ისაა, თუ სადამდე შეიძლება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი კრისტინ ლაგარდის გუნდმა.