თბილისი (GBC) – იაპონიის წარმომადგენელთა პალატაში გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ქვეყნის პრემიერ–მინისტრად ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი სიგერუ ისიბა აირჩიეს.
მას მხარი 221–მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოპოზიციური საკონსტიტუციო–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა იოხისიკო ნოდამ 160 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. საკუთარი არჩევანი 381–მა პარლამენტარმა დააფიქსირა.
საპარლამენტო სესიის წინ ქვეყნის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. დღის მეორე ნახევარში კი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას იმპერატორი ნარუხიტო დაამტკიცებს.
სიგერუ ისიბა ლიბერალ–დემოკრატების ლიდერად 27 სექტემბერს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა ფუმიოკისიდამ თანამდებობა დატოვა.