თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცვლილებები შეიტანა კანონში „სამკურნალო საშუალებების შესახებ“. ცვლილება გულისხმობს საბითუმო და საცალო ფასების ზედა ზღვრის დაწესებას მედიკამენტებზე, მომდევნო თვემდე პერიოდში.

ცვლილების თანახმად, სატარიფო საბჭომ ერთი თვის ვადაში უნდა დაამტკიცოს სამკურნალო საშუალებების ექსპერტიზის გამარტივებული მომსახურების ტარიფები, ასევე საბითუმო და საცალო ფასების ზედა ზღვარი მედიკამენტებისთვის. ამის შემდეგ საბჭომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უნდა მოახსენოს გაწეული სამუშაოს შესახებ.