თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირება, ხოლო მსოფლიოს საპროცენტო განაკვეთების დაწევა მოსთხოვა. დავოსში მსოფლიო ბიზნესისა და ქვეყნების ლიდერებისადმი მიმართვაში იგი დაბეგვრით დაემუქრა ყველას, ვინც პროდუქციას აშშ–ის გარდა სხვა ნებისმიერ ქვეყანაში აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო REUTERS ავრცელებს.
„მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები. ეს უნდა მოხდეს მთელ მსოფლიოში, – თქვა ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს. – ასევე ვთხოვ საუდის არაბეთს და OPEC-ს, დასწიონ ნავთობის ფასი“.