თბილისი (GBC) – ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დააკმაყოფილა მთავრობის განცხადება გადადგომის შესახებ. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს.
ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებაში „ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის შესახებ“ ნათქვამია, რომ პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით რომან სკლიარს დაეკისრა.
განკარგულების თანახმად, ყაზახეთის მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე გააგრძელებენ.