თბილისი (GBC) – შუა დერეფანში კიდევ ერთი, ბაქო–თბილისი–ყარსის ალტერნატიული ბაქო–ნახიჩევანი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს რკინიგზა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში ირანის ტერიტორიის გავლით შევა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა ბაქოში „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ საერთაშორისო ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით სარკინიგზო ადმინისტრაციებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. 

რუსტამოვმა თათბირზე ცოტა ხნის წინ ჩინეთი–ყაზახეთი–უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი რეგიონის ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუხსნის.