თბილისი (GBC) – კომპანიამ Baykar (თურქეთი), რომელმაც Bayraktar TB2–ის წარმოებით გაითქვა სახელი, დრონის ახალი მოდელი წარმოადგინა – Kalkan Diha. მას სახმელეთო ჯარები დაზვერვისთვის, ცეცხლის კორექტირებისთვის და პატრულირებისთვის გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მწარმოებელი ავრცელებს.
უპილოტო საფრენი აპარატი Kalkan Diha მოქმედებაში ელექტრულ ძრავებს მოჰყავს. მათი მეშვეობით აპარატს შეუძლია ადგილიდან აფრენა და კონკრეტულ წერტილზე დაჯდომა. მარტივად რომ ვთქვათ, მას ასაფრენად გაქანება არ სჭირდება. აპარატს ასევე მარაგში აქვს შიდა წვის ძრავა. აღჭურვილი ძრავებით დრონს 130 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ფრენის რადიუსი ოპერატორიდან 100 კმ–ს შეადგენს და 6 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე კი 4,3 კილომეტრია.