TI: ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაშინების შემთხვევა 5-ჯერ გაიზარდა
TI ამბობს, რომ
განსაკუთრებით
საყურადღებოა ბოლო ერთი
თვის განმავლობაში
საქართველოს მასშტაბით
პროევროპული აქციების
გაშუქებისას
ჟურნალისტების მიმართ
გამოვლენილი ძალადობის
ფაქტები.კერძოდ,
ორგანიზაციის თანახმად:„28
ნოემბერს, პროევროპული
საპროტესტო აქციების
დაწყებიდან დღემდე,
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა მედიის
წარმომადგენლების
უფლებების შელახვის 90-ზე
მეტი შემთხვევა აღრიცხეს.
მათ შორის იყო:
მიზანმიმართული
თავდასხმა, მძიმე ფიზიკური
დაზიანება, უკანონო
დაკავება, დაჯარიმება,
აპარატურის განზრახ
დაზიანება, ჟურნალისტურ
საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლა, გაზის, სპრეის
და წყლის ჭავლის გაშვების
შედეგად დაშავება, მუქარა,
შეურაცხყოფა.პროევროპული
აქციის გაშუქებისას,
მმართველი პარტიის მიერ
წახალისებული ე.წ.
„ტიტუშკები” პირდაპირ
ეთერში განსაკუთრებული
სისასტიკით გაუსწორდნენ
„ტელეკომპანია პირველის”
ჟურნალისტს, მაკა
ჩიხლაძესა და მის
ოპერატორს, გიორგი
შეწირულს.ასევე პირდაპირ
ეთერში სპეცრაზმელის მიერ
მიზანმიმართული
თავდასხმის შედეგად, თავის
არეში მიღებული მძიმე
დაზიანებებით
საავადმყოფოში
გადაიყვანეს ტელეკომპანია
„ფორმულას” ჟურნალისტი,
გურამ როგავა.ის
სარეაბილიტაციო კურსს ამ
დრომდე გადის. აქციების
მიმდინარეობისას, მძიმედ
დაშავდა და სამედიცინო
დახმარება დასჭირდა
ათობით სხვა ჟურნალისტსა
და ოპერატორს.
ჟურნალისტებისთვის მძიმე
იყო მიმდინარე წლის 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების დღეც, რა
დროსაც, „მედიაჩეკერის”
ცნობით, საქმიანობაში ხელი
მედიის 70 წარმომადგენელს
შეუშალეს.„საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველომ”
ჟურნალისტების წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაულების
სტატისტიკისა და
სამართლებრივი რეაგირების
შესახებ ინფორმაცია
წელსაც გამოითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1
იანვრიდან 30 ნოემბრის
ჩათვლით პერიოდში,
ჟურნალისტებისათვის
პროფესიულ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლის
სავარაუდო ფაქტებთან
დაკავშირებით, გამოძიება
სულ 16 სისხლის სამართლის
საქმეზე დაიწყო, საიდანაც
9-ზე გამოძიება კვლავ
მიმდინარეობს.ამასთან,
გენერალურმა პროკურატურამ
სისხლის სამართლებრივი
დევნა 7 პირის მიმართ
დაიწყო, 1 სისხლის
სამართლის საქმეზე კი –
გამოძიება შეწყვიტა.
სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის პასუხიდან არ
ჩანს, მივიდა თუ არა
რომელიმე საქმის
გამოძიება ბოლომდე და
დაისაჯნენ თუ არა
დამნაშავე პირები.მედიის
წარმომადგენლების მიმართ
ღია თავდასხმების
მაგალითები:გარდა ზემოთ
აღნიშნული
შემთხვევებისა:იანვარში,
თბილისში, კეკელიძის
ქუჩაზე მიმდინარე
საპროტესტო აქციის
გაშუქებისას,
სამართალდამცველებმა
ონლაინმედია “მაუწყებლის”
4 ჟურნალისტზე – რატი
რატიანზე, ნათია
ქარჩილაძეზე, ანი
გიორგაძესა და გიორგი
არობელიძეზე ფიზიკურად
იძალადეს.მარტში, ქალაქ
ბათუმში თავს დაესხნენ „TV
25-ის” ჟურნალისტებს – თეო
ფუტკარაძესა და გერა
კილაძეს. ამავე თვეში,
პროფესიულ საქმიანობაში
ხელი შეუშალეს
ტელეკომპანია „TOK TV-ის”
ჟურნალისტს, მიშო
დარბაიძესაც.აპრილში,
რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქციის
გაშუქებისას, შინაგან
საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლები
ფიზიკურად გაუსწორდნენ და
ჟურნალისტურ საქმიანობაში
ხელი შეუშალეს ონლაინ
გამოცემების – „პუბლიკის”,
„ტაბულასა” და „აპრილის”
ჟურნალისტებს –
ალექსანდრე ქეშელაშვილს,
გიორგი ბადრიძესა და
გიორგი
ბასხაჯაურს.ივლისში, თავს
დაესხნენ და სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს „მთავარი არხის”
ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს.
ამავე თვეში, თავს დაესხნენ
„ტვ მონიტორინგის”
გადამღებ ჯგუფსაც – ბექა
პირველს და შოთიკო
სადაღაშვილს.ოქტომბერში,
რუსთავის მუნიციპალური
აიპის თავმჯდომარის
მოადგილემ, კარლო ნოდიამ
ჟურნალისტურ საქმიანობაში
ხელი შეუშალა გამოცემა
„QvemoQartli.ge-ს” ჟურნალისტს,
ქეთევან
მოსიავას.ნოემბერში,
გაყალბებული არჩევნების
წინააღმდეგ საპროტესტო
აქციაზე
სამართალდამცველები
ფიზიკურად გაუსწორდნენ
„პუბლიკის” ჟურნალისტს,
მინდია გაბაძეს, ასევე
ჟურნალისტური საქმიანობის
განხორციელებაში ხელი
შეუშალეს „OC Media-სა” და
“Netgazeti-ს” ჟურნალისტებს –
მარიამ ნიკურაძესა და გივი
ავალიანს.დეკემბერში,
ქალაქ ბათუმში მიმდინარე
საპროტესტო აქციისას, შსს-ს
წარმომადგენელმა
ფიზიკურად იძალადა,
ონლაინგამოცემა
„ბათუმელების”
რედაქტორზე, ეთერ თურაძეზე.
თბილისში, ნიღბიანი პირები
თავს დაესხნენ ფოტოგრაფ
გიორგი მოსიაშვილს. ქალაქ
ფოთში, თავს დაესხნენ
აქტივისტსა და ჟურნალისტს,
ელისო
ჯანაშიას.ჟურნალისტების
უკანონო დაკავება და
დაჯარიმება:იანვარში,
თბილისში, კეკელიძის
ქუჩაზე მიმდინარე აქციის
გაშუქებისას უკანონოდ
დააკავეს და დააჯარიმეს
ონლაინ გამოცემა „მთის
ამბების” რედაქტორი და
ჟურნალისტი გელა
მთივლიშვილი.აგვისტოში,
სამართალდამცველებმა
დააკავეს აზერბაიჯანელი
გამომძიებელი ჟურნალისტი
აფგან სადიგოვი.
მოგვიანებით, სასამართლომ
მისი აზერბაიჯანში
ექსტრადირების
გადაწყვეტილება
მიიღო.ნოემბერში, თბილისში,
მელიქიშვილის ქუჩაზე,
სადაც მოქალაქეები
გაყალბებულ არჩევნებს
აპროტესტებდნენ,
სამართალდამცველები
ფიზიკურად გაუსწორდნენ და
დააკავეს „მთავარი არხის”
ოპერატორი, სერგი
ბარამიძე.დეკემბერში,
პროევროპული აქციაზე
სამართალდამცველებმა
უკანონოდ დააკავეს
„მთავარი არხის”
ჟურნალისტი და წამყვანი,
ბექა ყორშია. მოგვიანებით,
იგი სასამართლომ 2 200 ლარით
დააჯარიმა. ასევე
დეკემბერში, ფოთის
ადგილობრივი ტელევიზიის
„მეცხრე ტალღის”
დირექტორი და საქართველოს
რეგიონულ მაუწყებელთა
ალიანსის
თანათავმჯდომარე, გია
სალია ზუგდიდში
საპროტესტო მსვლელობის
გადაღების დროს
ავტომობილით
გადაადგილების გამო 1 000
ლარით დააჯარიმეს.მედიის
წარმომადგენლების მიმართ
სავარაუდო მუქარის,
ზეწოლისა და დაშინების
მცდელობები:თებერვალში,
ოზურგეთში გაზეთ
„ალიონის” რედაქციაში
უცნობმა პირებმა იოლად
აალებადი სითხე და საწვავი
შეაგდეს. გაზეთის
რედაქტორის, ნუგზარ
ასათიანის ინფორმაციით,
ოთახში ცეცხლი გაჩნდა,
თუმცა ნესტის გამო ვერ
გავრცელდა. ასევე
თებერვალში, საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა „მთის
ამბების” რედაქტორის, გელა
მთივლიშვილის
ევროკავშირის პრიზის
ფინალისტობის საკითხი
ეჭვქვეშ დააყენა და
საკონკურსო კომისიის
წევრების ვინაობითაც
დაინტერესდა. მაშინ
პაპუაშვილმა ასევე, იკითხა,
იღებდა თუ არა ევროკავშირი
პასუხისმგებლობას
აღნიშნულ კონკურსთან
დაკავშირებით.მარტში,
„ტელეკომპანია პირველის”
ჟურნალისტის, ნატო
გოგელიას ოზურგეთის
საცხოვრებელ სახლში,
უცნობი პირები შეიჭრნენ და
ნივთები
დააზიანეს.აგვისტოში,
„ქართულმა ოცნებამ”
„რადიო თავისუფლება” 2008
წლის აგვისტოს ომის
შემსწავლელი საერთაშორისო
საგამოძიებო კომისიის
ხელმძღვანელთან, ჰაიდი
ტალიავინისთან ინტერვიუს
გამო
გააკრიტიკა.სექტემბერში,
ცესკოს თავმჯდომარემ,
გიორგი კალანდარიშვილმა
განაცხადა, რომ
„ტელეკომპანია პირველმა”
საარჩევნო ადმინისტრაციის
თანამშრომლების
პერსონალური მონაცემები
კანონის საწინააღმდეგოდ
დაამუშავა და სცადა,
გამოეყენებინა, თანაც,
არაერთხელ. აღნიშნული,
„ტელეკომპანია პირველის”
საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელმა, ნოდარ
მელაძემ მუქარად
აღიქვა.სექტემბერში,
გამოცემა „აჭარა თაიმსის”
დამფუძნებლის, სულხან
მესხიძის სახლში უცნობი
პირი შეჭრას
ცდილობდა.ოქტომბერში,
საქართველოს აწ უკვე
არალეგიტიმურმა
პრემიერმა, ირაკლი
კობახიძემ განაცხადა, რომ
პარტია “ლელო” “შავი
ფულით” აფინანსებს
„ტელეკომპანია
პირველს”.პარლამენტის
მიერ აკრედიტაციის წესის
მედიის წინააღმდეგ
გამოყენება:აპრილში, ე.წ.
რუსული კანონის
განხილვებისას,
პარლამენტში ე.წ.
უსაფრთხოების ყვითელი
დონე ამოქმედდა, რის გამოც,
საკანონმდებლო ორგანოში
შესვლა და ჟურნალისტური
საქმიანობის
განხორციელება შეეზღუდათ
ონლაინმედიის
წარმომადგენლებს. ეს იმ
დროს, როდესაც
საკანონმდებლო ინიციატივა
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად,
ონლაინმედიასაც
ეხებათ.ივნისში, ქართული
ოცნების დეპუტატის, ნინო
წილოსანის მოთხოვნით,
პარლამენტში 1 და 6 თვით
შესვლა აუკრძალეს,
ტელეკომპანია „მთავარი
არხისა” და „ფორმულას”
ჟურნალისტებს – ნინი
ბალანჩივაძესა და სოფო
გოზალიშვილს. ამავე თვეში,
უმრავლესობის კიდევ ორი
დეპუტატის განცხადების
საფუძველზე აკრედიტაცია
შეუჩერეს „ტელეკომპანია
პირველის” ჟურნალისტებსაც
– ნატა ქაჯაიასა და მაკა
ჩიხლაძეს.ივნისში,
პრემიერის საპარლამენტო
გამოსვლაზე ონლაინმედიის
ჟურნალისტები არ
დაუშვეს.ნოემბერში, კვლავ
ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი
დონის ამოქმედების
შედეგად, ონლაინმედიის
წარმომადგენლებს
პარლამენტში შესვლა
გაურკვეველი დროით
შეეზღუდათ. შეზღუდვა 12
დეკემბერს
გაუქმდა.მართლმსაჯულების
მედიის წინააღმდეგ
გამოყენება:აპრილში,
საქალაქო სასამართლომ
სათანადო მოპასუხედ ცნო
„ტელეკომპანია პირველის”
ჟურნალისტი, სოფო ნიაური და
არა უშუალოდ
მედიასაშუალება, ყოფილი შს
მინისტრის, ალექსანდრე
ჭიკაიძის მიერ წამოწყებულ
ცილისწამების დავაზე, რაც
კანონმდებლობას
ეწინააღმდეგება და
ჟურნალისტის დაშინების
მცდელობაზე
მიანიშნებს.ივლისში,
დედაქალაქის მერმა და
„ქართული ოცნების”
გენერალურმა მდივანმა,
კახა კალაძემ და
საქართველოს აწ უკვე
არალეგიტიმური
პრემიერმინისტრის, ირაკლი
კობახიძის სიძემ, დავით
ფაცაციამ ერთდროულად
მოითხოვეს „ტელეკომპანია
პირველის” წინააღმდეგ
სასამართლოს მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების
აღსრულების პროცესის
დაწყება”.„საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო”
საუბრობს კომუნიკაციების
კომისიის უარყოფით როლზე
კრიტიკული მაუწყებლების
წინააღმდეგ, რომელიც ასევე
გამოიკვეთა 2024 წელს.„ეს
კიდევ უფრო თვალსაჩინო
გახდა წინასაარჩევნო
პერიოდში, რა დროსაც
კომისიამ „ქართული
ოცნების” საჩივრების
საფუძველზე,
ხელისუფლებისადმი
კრიტიკულ ტელევიზიებს
სამართალდარღვევის
არაერთი სადავო ოქმი
შეუდგინა, რომელთა
საფუძველზეც, სასამართლომ
ისინი დააჯარიმა”. – წერს
TI.ორგანიზაცია მიუთითებს,
რომ კომუნიკაციების
კომისიის საქმიანობა
უარყოფითად შეაფასა
„მედიაომბუდსმენმაც” და
თქვა, რომ კომისია
სასამართლოსთან ერთად
გახდა „თანამონაწილე
საარჩევნო პერიოდში კიდევ
ერთხელ დასჯილიყვნენ
კრიტიკული
მედიასაშუალებები”.„მართალია,
წინასაარჩევნო პერიოდში,
კომუნიკაციების კომისიამ
რამდენიმე
სამართალდარღვევის ოქმი
პროსამთავრობო
მაუწყებლებსაც შეუდგინა,
თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ
დააბალანსებს იმ
გამოუსწორებელ ზიანს, რაც
კომუნიკაციების კომისიის
გადაწყვეტილებებით
კრიტიკულ ტელევიზიებსა და
ზოგადად წინასაარჩევნო
გარემოს მიადგა.ამასთან,
საგულისხმოა, რომ 2024 წელს
კვლავ შენარჩუნდა უცხოელი
ჟურნალისტების ქვეყანაში
არშემოშვების ტენდენცია.
მიმდინარე წელს,
დასაბუთების გარეშე, უარი
უთხრეს არაერთ უცხოელ
ჟურნალისტს, რომელთაც
საქართველოში მიმდინარე
პროცესების გაშუქება
სურდათ.ჟურნალისტებზე
თავდასხმების, მათ მიმართ
მუქარისა და პროფესიულ
საქმიანობაში ხელშეშლის,
დაშინებისა და
დისკრედიტაციის
გახშირებული მცდელობები,
ნათლად გამოხატავს
ქართული ოცნების
პოლიტიკური ნების არქონას
მედიაგარემოს
გაუმჯობესებისა და
ჟურნალისტებისათვის
უსაფრთხო სამუშაო
პირობების უზრუნველყოფის
კუთხით.მეტიც, მედიის
წარმომადგენლების მიმართ
ჩადენილი დანაშაულების
გამოუძიებლობა და
დამნაშავეთა დაუსჯელობა
ტოვებს განცდას, რომ
ამგვარი ქმედებები სწორედ
მათი მხრიდან არის
წახალისებული და
ნებადართული.მედიის
მიმართ დანაშაულების
წინააღმდეგ სახელმწიფო
ინსტიტუტების უუნარობა და
არაეფექტიანი
ფუნქციონირება
სახელმწიფოს მიტაცების
თვალსაჩინო მაგალითია,
როდესაც ერთი პარტიის
გარშემო კონცენტრირებული
ხელისუფლების სხვადასხვა
შტო, მხოლოდ ამავე პარტიის
ძალაუფლების გამყარების
მიზნებს ემსახურება და
აცდენილია მის მთავარ
დანიშნულებას, რაც
საზოგადოების ინტერესების
მიუკერძოებელ მსახურებას
ნიშნავს”. – წერს
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო”.
1735553622