თბილისი (GBC) – JPMorgan–ის დაანგარიშებით, სამხრეთ კალიფორნიაში მძვინვარე ტყის ხანძრით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგები და დაზღვეული ზარალი აშშ–ის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება, წერს FOX Business.

სადაზღვევო კომპანია JPMorgan–ის ანალიტიკოსებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად ლოს-ანჯელესის რაიონში ხანძრით გამოწვეული  ეკონომიკური დანაკარგის ღირებულება $50 მლრდ–ს უტოლდება, ხოლო დაზღვეული ზარალი $20 მლრდ–ს გადააჭარბებს, თუ ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდება.

ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა და მთლიანად განადგურდა 2 000–ზე მეტი სახლი, საწარმო და სხვა დანიშნულების ნაგებობები.

მანამდე, 2018 წელს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სადაზღვევო ზარალმა $10 მლრდ–ს მიაღწია, როდესაც ხანძარმა კალიფორნიის შტატის ბიუტის ოლქი გადაწვა.