თბილისი (GBC) – სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საერთო სახალხო რეფერენდუმი გაიმართება. რუსეთი სომხეთს აფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში მას ევრაზიული კავშირის დატოვება მოუწევს, რაც დიდ ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის. 

თავის მხრივ, აზერბაიჯანი „ფაშისტურ სომხეთთან“ ახალ ომს არ გამორიცხავს და ერევნისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა მოითხოვა.

სომეხი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანმა იერიში სიუნიქის ოლქზე მიიტანოს ზანგეზურის დერეფნის გასახსნელად.