თბილისი (GBC) - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას („საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“) დღეს, 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. 25-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელ კურსის არ შეცვლის შემთხვევაში, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა; ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, შეიცვლება.

რეზოლუციაში შესულია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების საკითხი და წერია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში".

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს: "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო".

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტის სხდომაზე სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობენ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, „მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს კანონები, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს”.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით კი ევროპარლამენტი მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მის პოლიტიკასთან, – „არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები”, – განაცხადა მან.

„ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის ცდილობს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რუსეთს", - განაცხადა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ.