თბილისი (GBC) – სომხეთს ფორმალურად არ გაუწვევია თავისი ხელმოწერა სამმხრივ განცხადებაზე, რომელსაც 2020 წელს ბაქომ, ერევანმა და მოსკოვმა მოაწერეს ხელი. თუმცა, სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში რეგიონის კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით წინსვლა არ შეინიშნება უკვე წელიწად-ნახევარია. ამის შესახებ რუსეთის ვიცე–პრემიერმა ალეკსეი ოვერჩუკმა განაცხადა. 

„სომხეთი ფორმალურად არ გადის სამმხრივი შეთანხმებიდან, ამასთან, სამმხრივი სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვიცე–პრემიერების დონეზეა წარმოდგენილი, 2 წლის განმავლობაში წინსვლა არ აქვს“, – უთხრა ოვერჩუკმა რუსეთის პირველ არხს.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა „მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით არის შესაძლებელი“.