თბილისი (GFBC) – ჩინეთის მთავრობამ სამამულო წარმოების Loongson–ის პროცესორების რუსეთში ექსპორტი აკრძალა, რომლებითაც Intel–ის ჩანაცვლება იყო შესაძლებელი პარალელური იმპორტის დაბლოკვის შემთხვევაში. ამის შესახებ რუსული სააგენტო kommersant ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„ჩინეთში საუკეთესო ჩიპსეტები სამხედრო–სამრეწველო კომპლექსში გამოიყენება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ არის ისინი ხელმისაწვდომი გარე ბაზრებისთვის“, – განმარტავს ელექტრონიკის ბაზრის ერთ–ერთი წარმომადგენელი.

მანამდე რუსულ კომპანიებს Loongson–ზე გადაწყობის იმედი ჰქონდათ. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პროცესორების წამყვანმა მწარმოებლებმა, მათ შორის Intel-მა და AMD-მ რუსეთს საკუთარი პროდუქციის მიწოდება შეუწყვიტეს.