თბილისი (GBC) – საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების"  საარჩევნო  პროგრამის პრეზენტაციას დღეს, 7 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.

პროგრამის პრეზენტაცია "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გაიმართება.

პრემიერს და „ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს პარტიის საარჩევნო პროგრამა 1–ელ ოქტომბერს უნდა წარედგინა, თუმცა დოკუმენტის პრეზენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. მოგვიანებით კობახიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული.