თბილისი (GBC) – იაპონიაში წარმატებით გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ღორი, რომლის ორგანოებსაც ადამიანებს გადაუნერგავენ. ამის შესახებ იაპონურმა კომპანიამ PorMedTec განაცხადა, რომელიც მეიძის უნივერსიტეტის ეგიდით მუშაობს. 

თავდაპირველად გენმოდიფიცირებული ღორების ქსენოტრანსპლანტაციის (ცხოველების ორგანოების გადანერგვა ადამიანების სხეულში – რედ.) მიზნით გენმოდიფიცირების გზით გამოყვანის ტექნოლოგია აშშ–ში, ადგილობრივ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში შეიმუშავეს. იაპონელებმა აშშ–დსნ იმპორტირებული უჯრედების მეშვეობით წარმატებით შეძლეს გოჭის კლონირება. აღინიშნება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ღორი დაიბადა, რომლის ორგანოებსაც პერსპექტივაში ადამიანებს გადაუნერგავენ.

იაპონელი მეცნიერები მიმდინარე წელსვე აპირებენ გენმოდიფიცირებული ღორის ორგანოების მაიმუნის სხეულში გადანერგვას, რაც შუალედური ეტაპი იქნება ადამიანისთვის ღორის ორგანოების გადანერგვამდე.

აშშ–ში გენმოდიფიცირებული ღორის გული ადამიანს, რომელიც გულის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში იყო, პირველად 2023 წლის შემოდგომაზე გადაუნერგეს. 58 წლის კაცმა ღორის გულით 6 კვირა იცოცხლა, თუმცა, შედეგად მაინც გარდაიცვალა.