თბილისი (GBC) – ილონ მასკმა ავსტრალიის მთავრობას "ფაშისტები" უწოდა. მან ერთი სიტყვით უპასუხა X-ზე პოსტს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ავსტრალიაში დაგეგმილი სოციალური მედიის ახალი რეგულაციები.

კანონმდებლობა, რომელიც ავსტრალიის პარლამენტს ხუთშაბათს წარედგინა, სოციალური მედიის პლატფორმებს ეხება. მედიებს დაეკისრება ჯარიმა და მოუწევთ გადაიხადონ შემოსავლის 5%-მდე, თუ ისინი ვერ შეაჩერებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

დასავლური მედია წერს, რომ მასკის კომენტარი ავსტრალიის ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ადრეც დაარტყა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს მას შემდეგ, რაც ისინი X-ს დაჯარიმებით დაემუქრნენ სიდნეიში ეპისკოპოსის დაჭრის შესახებ პოსტების წაშლის გამო. ეს არის უახლესი გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელსაც მასკი აწყდება, რადგან მილიარდერის სოციალური მედიის პლატფორმა X მსოფლიო მასშტაბით მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.