თბილისი (GBC) – ევროპარლამენტი მომდევნო კვირაში განიხილავს სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ამის შესახებ სომხური მედია ევროპარლამენტის გერმანელ დეპუტატზე ვიოლა ფონ კრამონზე დაყრდნობით წერს. 

მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავს დღეს არსებობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შანსი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგი არიან.

მანამდე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) მონაწილეობას აჩერებს. კუხოში ამის საპასუხოდ კი განაცხადეს, რომ მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის სამდივნოს ერევნიდან ოფიციალური განცხადება არ მიუღია.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს ფაშინიანთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია და უახლოეს მომავალში რაიმე სახის კონტაქტი მათ შორის არ იგეგმება.