თბილისი (GBC) – უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის მიღწეულია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას.

„ევროკავშირი იღებს პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი.